05 დეკემბერი 2024,   02:57
ვრცლად
"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში ჩხრეკა გრძელდება - სამართალდამცველებმა რამდენიმე წუთის სხვადასხვა ინვენტარი ამოიღეს

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მონაწილეობის და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩხრეკა ამ წუთებში მიმდინარეობს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში. პოლიციელებმა ოფისიდან სხვადასხვა ინვენტარი გაიტანეს, მათ შორის, ის აღჭურვილობა, რასაც დემონსტრანტები საპროტესტო აქციებზე იყენებდნენ. ბროსეს 6 ნომერთან იმყოფებიან კოალიციის ლიდერებიც.

თინა ბოკუჩავა ჩხრეკაზე დასწრებას ითხოვდა, თუმცა, სამართალდამცველებმა მას ამაზე უარი უთხრეს და განუმარტეს, რომ პროცესი უკვე მიმდინარეობს და მას ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან.

აღნიშნულთან დაკავშირებით საუბრობს კოალიციის წევრი, ლევან ხაბეიშვილი.

"ახლა უნდათ საზოგადოებას აჩვენონ, რომ არიან შეტევაზე, რომ არიან მხნედ. აჩვენებენ საზოგადოებას, რომ შეუძლიათ შევარდნენ ოფისებში. არაფერზე უკან არ დავიხევთ," - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

 

ავტორი: ლუკა ჩანგელია

დღის ამბები