26 დეკემბერი 2024,   14:44
ვრცლად
ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ძალადობრივი მოწოდების გაკეთება - დავით კეზერაშვილის სახლში საპოლიციო ღონისძიება ამ დრომდე გრძელდება

აქციების პარალელურად, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. დღეს თბილისში ჩხრეკა ერთდროულად სამ ლოკაციაზე მიმდინარეობდა, მათ შორის დავით კეზერაშვილის კუთვნილ ბინაში, სადაც მისი ცოლის ძმა დიმიტრი ჩიქოვანი ცხოვრობს, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანია და პარტიულ სიაშიც იყო შეყვანილი. საგამოძიებო მოქმედებები სოლოლაკში, ამაღლების ქუჩაზე უკვე რამდენიმე საათია გრძელდება და პოლიცია შენობაში მხოლოდ ადგილობრივ მაცხოვრებლებს უშვებს.

არსებული ინფორმაციით, დავით კეზერაშვილის სახლში მიმდინარე საპოლიციო ღონისძიება უკავშირდება ყველა იმ შემთხვევას, რომელიც ახლა თბილისის მასშტაბით მიმდინარეობს. გამოძიება 225-ე და 239-ე მუხლებით არის დაწყებული, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ძალადობრივი მოწოდების გაკეთებას გულისხმობს.

ტელეკომპანია "ფორმულის" დამფუძნებელმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თბილისში მდებარე თავის სახლში მიმდინარე ჩხრეკაზე თავად გაავრცელა ინფორმაცია.

 

 

დღის ამბები