28 მარტი 2025,   10:52
ვრცლად
უკრაინის მოქალაქის დაკავებას წინ ჩხრეკის ოპერაცია უძღოდა - მისი ზურგჩანთიდან ამოღებულია წიწაკის სპრეი და მობილური ტელეფონი
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში დაკავებული უკრაინის მოქალაქის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანას, წინ ჩხრეკის ოპერაცია უძღოდა. დაკავებულის ზურგჩანთიდან ამოღებულია წიწაკის სპრეი და მობილური ტელეფონი. ნივთები უკვე დალუქულია და, სავარაუდოდ, ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.

      უკრაინის მოქალაქე ორბელიანის 12 ნომერში აიყვანეს. დაკავებულს სამართალდამცველებმა განუმარტეს, რომ ის დაკავებულია სისხლის სამართლის მიმდინარე საქმეზე, რომელიც ეხება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას, მასში მონაწილეობას და დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას საჯარო მოწოდებით.

      დანაშაული 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

      დაკავებული სამართალდამცველებმა პოლიციის განყოფილებში ხელბორკილით გადაიყვანეს.

      ავტორი: იზი ბურნაძე

      დღის ამბები