ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების ბრალდებით 4 დეკემბერს დაკავებული პირები, სავარაუდოდ, დღეს უკვე სასამართლოს წინაშე წარდგებიან.
მოსამართლემ მათთვის აღმკვეთის ღონისძიება უნდა განსაზღვროს. მათ შორის არის ახალგაზრდული მოძრაობა "დაფიონის"დამფუძნებელი და ლიდერი ზვიად ცეცხლაძე, რომელიც ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში ინსტრუქციებს იძლეოდა, როგორ უნდა დაიგეგმოს მაიდანის ანალოგიური რევოლუცია საქართველოში.
ის ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. დაკავებული გვიან ღამით ადვოკატმა მოინახულა.
მარნეულის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება ნიკა გვარამიაც, რომელიც "დროას" ოფისთან სამართალდამცველისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო ადმინისტრაციული წესით დააკავეს.