პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეები ამ წუთებში აღარ იმყოფებიან. მათ რუსთაველის გამზირზე გააგრძელეს მსვლელობა და ამ ეტაპზე ოპერის თეატრის მიმდებარედ გადაადგილდებიან.
დღევანდელი აქციამ ამ დრომდე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
თავისუფლების მოედანზე და ჭიჭინაძის ქუჩაზე ამ დროისთვის ისევ მხოლოდ საპოლიციო ძალები რჩებიან. დაახლოებით ღამის 1 საათზე გამოყვანილი სპეცდანიშნულების რაზმი კი ადგილიდან ისევ გაყვანილია.