26 დეკემბერი 2024,   14:32
ვრცლად
ბექა ყორშია სასამართლომ 2200 ლარით დააჯარიმა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული "მთავარი არხის" ჟურნალისტი, ბექა ყორშია სასამართლომ 2200 ლარით დააჯარიმა.

როგორც ყორშიამ პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, სამართლიანი სასამართლოს იმედი არ ჰქონია.

ჟურნალისტის თქმით, მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ ჩაუდენია.

მისივე თქმით, სამართალდამცველებმა დაკავებისთანავე იცოდნენ მისი ვინაობა. მისი განმარტებით, მასზე სამართალდამცველებმა ფიზიკურად იძალადეს.

უწყება "მთავარი არხის" ჟურნალისტს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებოდა.

დღის ამბები