26 დეკემბერი 2024,   14:15
ვრცლად
წყლის ჭავლის მანქანებმა თავისუფლების მოედნის ტერიტორია დატოვეს - დღევანდელი აქცია, რომელიც მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, დასრულდა

თავისუფლების მოედანზე მობილიზებულმა წყლის ჭავლის მანქანებმა ტერიტორია დატოვეს.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაც დღეს უკვე დასრულებულია. დემონსტრანტების უმეტესობამ ტერიტორია უკვე დატოვა. 

აქციის მე-11 დღე საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, იყო პიროტექნიკის გამოყენების ერთი ფაქტი. აქციის მონაწილეებმა "ფოიერვერკი" პარლამენტის შენობას დამიზნებით ესროლეს.

რუსთველის გამზირზე დღეს არც სპეცრაზმის წარმომადგენლები და არც საპოლიციო დანაყოფები არ გამოჩენილან. თავისუფლების მოედანზე მხოლოდ წყლის ჭავლის მანქანები იყო მობილიზებული.

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეების პროტესტის მთავარი მიზეზი ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. აქციის მონაწილეები ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ. მოთხოვნებს დაემატა კიდევ ერთი - სასწრაფოდ დაისაჯონ მოძალადეები და გათავისუფლდნენ დაკავებული აქციის მონაწილეები.

 
 
დღის ამბები