14 დეკემბერი 2024,   06:36
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე აქტივისტებმა პიროტექნიკა გამოიყენეს - დღეს ეს ფოიერვერკის გამოყენების პირველი ფაქტი იყო

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე აქტივისტებმა პიროტექნიკა გამოიყენეს. დღევანდელ აქციაზე ეს პიროტექნიკის გამოყენების პირველი ფაქტი იყო.

აქციის მონაწილეებმა, პიროტექნიკა პარლამენტის შენობას დამიზნებით ესროლეს. ძირითადად, დღვანდელი აქცია პარლამენტის წინ მშვიდობიან ვითარებაში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეების პროტესტის მთავარი მიზეზი ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. აქციის მონაწილეები ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ. მოთხოვნებს დაემატა კიდევ ერთი - სასწრაფოდ დაისაჯონ მოძალადეები და გათავისუფლდნენ დაკავებული აქციის მონაწილეები.

დღის ამბები