18 დეკემბერი 2024,   15:54
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა - აქცენტები

ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა დასრულდა. ევროპელი კანონმდებლების წინაშე, მან საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის წინაშე ახლა გადამწყვეტი მომენტი დგას. ზურაბიშვილმა აქცენტი გააკეთა თბილისში მიმდინარე აქციებსა და მთავარ მოთხოვნებზე. თქვა, რომ ეს არის ევროპული მომავლის დაბრუნება და ახალი არჩევნები. სიტყვით გამოსვლის დროს, მან ისაუბრა "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიზნებზე, არჩევნებსა და გასული წლების მოვლენებზე. სტრასბურგში სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ მიიწვია.

"მადლობა ყველას, რომ ნება მომეცით, საქართველოსთვის გადამწყვეტ დროს, აქ ვიყო და შევძლო, შევაფასო, რაც ხდება დღეს საქართველოში. ასეთი პროტესტი ახასიათებდა საქართველოს მუდამ მაშინ, როცა მოსახლეობა გრძნობდა საფრთხეს თავისუფლების, ევროპულობისა და დამოუკიდებლობის მხრივ. არასდროს ყოფილა საქართველოში მასიური პროტესტი სოციალურ ნიადაგზე, მიუხედავად იმისა, რომ ამ მხრივაც არ არის დამაკმაყოფილებელი ვითარება, პირიქით რომ არ ვთქვა. ადამიანები მასიურად გავიდნენ ქუჩაში, როდესაც იგრძნეს, რომ ეს იყო ეგზისტენციური საკითხი, რომელიც სასწორზე იდო. ეს გახლავთ ძალზედ მშვიდობიანი მოძრაობა. მასიური სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობა, რომელიც ორ რამეს მოითხოვს: დამიბრუნე ჩემი ხმა, იმიტომ რომ მოპარული არჩევნები ჩატარდა და დამიბრუნე ჩემი ევროპული მომავალი. მოთხოვნა დგას ხელახალი არჩევნების ჩატარებაზე", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები