18 დეკემბერი 2024,   20:48
ვრცლად
წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მთის ფერდობიდან მიწის მასა ჩამოიშალა - იმერეთში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

ქუთაისში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. სტიქიის შედეგად დატბორილია ქუჩების და სახლების ნაწილი.

წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე კი მთის ფერდობიდან მიწის მასა ჩამოიშალა. ქუჩების დატბორვის გამო პრობლემები შეექმნათ მძღოლებს.

მერიის შესაბამისი სამსახურები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს ატარებენ.

იმერეთში მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა რამდენიმე მუნიციპალიტეტში.

ტყიბულში, ხარაგაულში, საჩხერესა და ჭიათურაში თოვლის საფარმა 60 სანტიმეტრს მიაღწია, მაღალმთიან სოფლებში კი ერთ მეტრს.

აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ინტენსიურად იწმინდება საავტომობილო გზები, მიმდინარე პროცესს ადგილზე გაეცნო იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი.

დღის ამბები