19 დეკემბერი 2024,   01:28
ვრცლად
საახალწლო სოფელი თბილისში სამ ლოკაციაზე გაიხსნება - მონაწილეობის სურვილი 800-ზე მეტმა მეწარმემ გამოთქვა

თბილისში საახალწლო ღონისძიებებისთვის სამზადისი დასკვნით ეტაპზეა. დედაქალაქში საშობაო სოფელი 21 დეკემბერს გაიხსნება. რამდენიმე დღეში ორბელიანის მოედანზე და დედაენის ბაღში, სტუმრებს სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი აქტივობა დახვდებათ. კიდევ ერთი ახალი ლოკაცია, იუსტიციის სახლის ავტოსადგომის ტერიტორიაა, სადაც საახალწლო დღეებისთვის ყინულის მოედანი მოეწყობა.

კულტურული, სპორტული და თემატური სივრცეები, საბავშვო და საგამოფენო პავილიონები, თეატრალიზებული წარმოდგენები, ეს იმ ღონისძიებების არასრული ჩამონათვალია, რომელიც საშობაო სოფელში მისულ ყველა კატეგორიის და ასაკის ადამიანზეა გათვლილი.

დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე დღეს აქცენტი ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენაზეც გააკეთა. ტრადიცია არც წელს დაირღვევა და საახალწლო ბაზრობაზე მათი ნაწარმიც გამოიფინება. მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. საშობაო სოფელში მონაწილეობის სურვილი 800-ზე მეტმა კომპანიამ უკვე გამოთქვა.

საახალწლო სოფელი სამივე ლოკაციაზე მისულ სტუმრებს 7 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს.

 

დღის ამბები