"სახელმწიფოს ინტერესების დაცვა არის პირველ რიგში ჩვენი ვალი, მოსწონს ეს ვინმეს თუ არ მოსწონს, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემა "ღამის კურიერში" საუბრის დროს განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, ოპოზიციის მავნე ქცევის გამო ქვეყანა ერთ წრეზე ბრუნავს და მუდმივად სჭირდება ლეგიტიმაციის მტკიცება, რასაც რეალურად მტკიცება არც სჭირდება.
"მქონდა შესაძლებლობა ჩემი ქვეყანა წარმომედგინა მალტაზე ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე. იქ მქონდა შეხვედრები ჩემს კოლეგებთან, მათ შორის, იყო ორმხრივი შეხვედრები ავსტრიის, ფინეთის და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ჩვენი მეზობელი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რა თქმა უნდა, ეს არის კარგი როცა გაქვს შესაძლებლობა გქონდეს კომუნიკაცია კოლეგებთან. რა თქმა უნდა, არცერთ მათგანს არ დაუსვამს კითხვა ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, ის ესაუბრებოდა საგარეო საქმეთა მინისტრს თუ არა.
სამწუხაროა, რომ საქართველოს ოპოზიციის ასეთი საქციელის გამო მუდმივად უწევს წრეზე სიარული, რომ არჩევნების შემდგომ რამდენიმე თქვე უნდა ვკარგოთ იმის მტკიცებაში, რასაც მტკიცება არ სჭირდება, იმის ნაცვლად, რომ ეს დრო მოხმარდეს ქვეყნის განვითარებას.
დღეს ასეთი მოცემულობაა, ვხედავთ, რომ გარკვეული უკმაყოფილებაა "ქართულ ოცნებასთან" მიმართებით, რომელიც გაშმაგებით იცავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. სახელმწიფოს ინტერესების დაცვა არის პირველ რიგში ჩვენი ვალი, მოსწონს ეს ვინმეს თუ არ მოსწონს ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.