
ამ დრომდე იწმინდება თოვლისგან გზები ცაგერში - სპეციალური ტექნიკა აქტიურად მუშაობს ყველა სოფლის მიმართულებით. უკვე გასუფთავებულია გზები ქალაქ ცაგერსა და მიმდებარე სოფლებში.
პარალელურ რეჟიმში, ინტენსიურად მუშაობენ "ენერგო-პრო ჯორჯიას" ჯგუფები, რათა სტიქიის გამო ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ გამოწვეული შეფერხებები დროულად მოგვარდეს.