ონის მუნიციპალიტეტში სტიქიამ პრობლემები შექმნა, რომელთა ძირითადი ნაწილი უკვე მოგვარებულია. აბონენტების დიდ ნაწილს უკვე აღუდგა ელექტროენერგიის მიწოდებაც.
გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, გაიწმინდა ქალაქის ცენტრალური და შიდა გზები. ასევე, გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა სოფლებში: გლოლა, ჭიორა, საკაო, ლაჩთა, ჭალა და კვაშხიეთი. სამუშაოები კვლავ გაგრძელდება და ეტაპობრივად გაიწმინდება მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრალური გზები, ასევე - პრობლემური ადგილებიც.
ბოლოო დღეების უამინდობამ დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებიც დააზარალა - მათ შორის იმერეთიც. უხვი ნალექისა და ქარბუქის გამო, ამ დრომდე შეზღუდვებია ნინოწმინდა-სომხეთის საზღვართან, ასევე ახალქალაქი-კარწახის გზაზე.