მარნეულის მუნიციპალიტეტმა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებას "ახალი წლის დღეები" უმასპინძლა.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საშობაო ბაზრობა, მერიის მიმდებარედ განთავსდა საახალწლო სახლები, დეკორატიული ფოტოზონები და საახალწლო ინსტალაციები. სპეციალურად მოწყობილ საბავშვო გასართობ სივრცეებში დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობა მიმდინარეობდა. პატარებს თოვლის პაპამ საჩუქრები დაურიგა. მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, მოქალაქეებს სცენიდან მიმართეს და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.
საღამო ქართული ესტრადის შემსრულებლების კონცერტითა და საზეიმო "ფეიერვერკით" დასრულდა.