სლოვაკეთის დედაქალაქში პროტესტია. ბრატისლავაში ათასობით ადამიანი ქვეყნის პრემიერის რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას აპროტესტებს.
დემონსტრანტები ფიცოს "მოღალატეს" უწოდებდნენ და ამბობენ, რომ მათი პრემიერი "უდანაშაულო ხალხის მკვლელს" ესაუბრა.
შეგახსენებთ, რომ ფიცო პუტინს კრემლში კვირას შეხვდა. როგორც ცნობილია, შეხვედრის მთავარი თემა რუსული გაზის მიწოდების უზრუნველყოფა იყო.