25 დეკემბერი 2024,   09:38
ვრცლად
"სწორედ ის ტრენაჟორები და სპორტული ინვენტარი მოგვიტანეს, რაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ ჩვენს ბავშვებს" - ბერი ანდრიას ფონდი

სწორედ ის ტრენაჟორები და სპორტული ინვენტარი მოგვიტანეს, რაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ ჩვენს ბავშვებს - ამის შესახებ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში, ბერი ანდრიას ფონდი ავრცელებს. 

"ჩვენი საყვარელი, სახელოვანი სპორტსმენები - 3 გზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, 2 გზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური, ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი და ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი, ილია სურმანიძე - რომელმაც, ბავშვების თხოვნით, ბექასთან ერთად, გვიმღერა - წინასაახალწლოდ, მეგობრებთან ერთად გვეწვივნენ, ძალიან გაახარეს ჩვენი შვილობილები!

სპორტსმენებმა კარგად იციან რა არის საჭირო რეაბილიტაციისთვის - სწორედ ის ტრენაჟორები და სპორტული ინვენტარი მოგვიტანეს, რაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ ჩვენს ბავშვებს!

ულევი წარმატება, წინსვლა თქვენ - ლაშა, ლაშა, გენო და ილია!"- წერია ბერი ანდრიას ფონდის განცხადებაში. 

დღის ამბები