25 დეკემბერი 2024,   09:46
ვრცლად
ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადება - მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ცჰაკნას მიერ გამოქვეყნებული სტატუსი, არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხს დღის წესრიგიდან ხსნის

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე საუბრობს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მარგუს ცჰაკნას მიერ, სოციალური ქსელის საშუალებით გამოქვეყნებული სტატუსი, არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხს დღის წესრიგიდან ხსნის.

ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დაწერა, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა საქართველოში არჩევნების დროს სერიოზულ დარღვევებზე მიუთითებს. მარგუს ცჰაკნა საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.

ესტონელი დიპლომატის მოსაზრებას ეთანხმებიან, ქართველი ოპოზიციონერები. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ცჰაკნას სტატუსს ხელისუფლების ლეგიტიმაციასთან საერთო არ აქვს.

ფაქტი, რომ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არჩევნებში გამარჯვებულ ძალას მოუწოდებს სადამკვირვებლო მისიის რეკომენდაციები შეასრულოს, არჩევნების შედეგების მორიგი აღიარებაა მმართველი გუნდისთვის. სახელისუფლებო პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოს მოსახლეობის არჩევანის გათვალისწინება, სხვა ევროპელ პოლიტიკოსებსაც მოუწევთ.

26 ოქტომბრის შემდეგ, ბარიერგადალახული ოთხი პარტია არჩევნების შედეგს არ აღიარებს და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

დღის ამბები