შვეიცარიელი ოლიმპიური სნოუბორდისტი სოფი ჰედიგერი 26 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
26 წლის სპორტსმენი ზვავის ჩამოწოლას შეეწირა. შემთხვევა ორშაბათს, შვეიცარიის კურორტ აროსაში მოხდა.
ჰედიგერმა, 2022 წელს, პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ქალთა სნოუბორდის კროსში და ამავე სპორტის შერეულ გუნდურ ვერსიაში იასპარეზა.
ჰედიგერი 2023-2024 წლებში, მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორთა პედისტალზე ორჯერ აღმოჩნდა, მისი საუკეთესო შედეგი, იანვარში, სენტ-მორიცში გამართულ შეჯიბრში მეორე ადგილი იყო.
“ჩვენ შეძრულები ვართ სოფის გარდაცვალებით და ვუსამძიმრებთ მის ოჯახს. ის ძალიან ადრე, ტრაგიკულად დაიღუპა”- აღნიშნულია შვეიცარიის სნოუბორდის ფედერაციის განცხადებაში.