25 დეკემბერი 2024,   09:08
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა

24 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტელეფონით ესაუბრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს, იუწყება APA.

ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ ილჰამ ალიევს დაბადების დღე მიულოცა, ჯანრმთელობა და წარმატებები უსურვა საპრეზიდენტო საქმიანობაში.
პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მადლობა გადაუხადა ყურადღებისთვის და მილოცვისთვის.

საუბრისას ორივე მხარემ გამოთქვა რწმენა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობები წარმატებით განვითარდება სხვადასხვა სფეროში.
მათ ასევე გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებსა და მომავალ კონტაქტებზე ახალი წლიდან.

დღის ამბები