24 დეკემბერი 2024,   23:35
ვრცლად
რუსთავის მთავარ მოედანზე მოწყობილ საახალწლო სოფელში, ჯგუფ "ურსას" კონცერტი და საახალწლო მეჯლისი გაიმართა

რუსთავის მთავარ მოედანზე მოწყობილ საახალწლო სოფელში, ჯგუფ "ურსას" კონცერტი და საახალწლო მეჯლისი გაიმართა.

რუსთავის მერიის მიერ ორგანიზებული ღონისძიება ქალაქის ცენტრში დღის 4 საათიდან მიმდინარეობდა.

მთელი დღის განმავლობაში მოწყობილი იყო საახალწლო ბაზრობა, სადაც ადგილობრივების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობდა. ადგილზე ბავშვებისთვის იყო ყინულის მოედანი. პატარების განწყობაზე ასევე იზრუნეს ზღაპრის გმირებმა და თოვლის ბაბუამ. ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

დღის ამბები