გრძელდება ისრაელის საჰაერო თავდასხმები ღაზის სექტორში - გასული 24 საათის განმავლობაში დაიღუპა 58 და დაიჭრა 86 ადამიანი. მათი უმრავლესობა არიან ქალები და ბავშვები. განადგურდა 20-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი.
ოფიციალური ისრაელი იტყობინება, რომ მათ ღაზაში "ჰამასის" უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლიკვიდაცია მოახდინეს, რომელიც ყოფილი სკოლის, შენობაში და მოქმედ სამეთაურო ცენტრში იმყოფებოდა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, "ჰამასთან" მძევლების საკითხზე მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესია მიღწეული. ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელმა რამდენიმე ფრონტზე სამხედრო თვალსაზრისით დიდ წარმატებას მიაღწია და სამხედრო ზეწოლამ "ჰამასის" ლიდერებს აიძულა თავიანთი მოთხოვნები შეერბილებინათ.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, პირველად საჯაროდ აღიარა "ჰამასის" ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობა ირანში, რომელიც ივლისში მოხდა. მან განაცხადა, რომ ისრაელმა დაამარცხა ჰამასი, ჰეზბოლა და დაამხო ასადის რეჟიმი სირიაში.