24 დეკემბერი 2024,   23:48
ვრცლად
ვულკანი "კილაუეა" კვლავ აქტიურია და ლავას აფრქვევს

ჰავაიზე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი "კილაუეა" კვლავ აქტიურია და ლავას აფრქვევს. ინფორმაციას Abcnews-ი ავრცელებს.

ვულკანმა ლავის ამოფრქვევა ორშაბათს დაიწყო.

ჰავაის ვულკანური ობსერვატორიის განმარტებით, ამოფრქვევა შემოიფარგლებოდა ვულკანის მწვერვალ კალდერაში, ჰავაის ვულკანების ეროვნული პარკის შორეულ, იზოლირებულ ზონაში.

ობსერვატორიის განცხადების თანახმად, ყველაზე დიდ საფრთხეს ვულკანური კვამლი წარმოადგენდა, რომელსაც დასახლებულ პუნქტებამდე მიღწევა შეეძლო. აღნიშნული კვამლი გოგირდის დიოქსიდს შეიცავს და შეიძლება ისეთი დაავადებების პროვოცირება გამოიწვიოს, როგორიცაა ასთმა, სხვა რესპირატორული პრობლემები ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.

ცნობისთვის, ტერიტორია, სადაც ლავის ამოფრქვევა ხდება, საზოგადოებისთვის 2007 წლიდან დახურულია ისეთი საფრთხის გამო, როგორიცაა კრატერის კედლების არასტაბილურობა, ნიადაგის დაბზარვა და კლდეების ჩამონგრევა.

ჰავაის ვულკანების ეროვნულ პარკში მსოფლიოს ორი ყველაზე აქტიური ვულკანი, "კილაუეა" და "მაუნა ლოა" მდებარეობს. "კილაუეა" ივნისშიც და სექტემბერშიც ამოფრქვევა.

დღის ამბები