25 დეკემბერი 2024,   05:31
ვრცლად
ხიდის ჩანგრევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 14 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება - შემთხვევა ბრაზილიაში მოხდა

ბრაზილიაში, ხიდის ჩანგრევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 14 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

Juscelino Kubitschek de Oliveira-ს ხიდი, ქალაქებს ესტრეიტოსა და აგიარნოპოლისს აკავშირებს და მდინარე ტოკანტინსზეა გადებული. დიდის ნგრევის პროცესი კვირას დაიწყო, რომლის ვიდეო კადრები ადგილობრივებმა გადაიღეს.

ხიდის ჩამონგრევის შედეგად მდინარეში 10 ავტომობილი ჩავარდა.

ტოკანტინის სამხედრო პოლიციის განმარტებით, მაშველები დაკარგული მოქალაქეების სამძებრო სამუსაოებს განაახლებენ.

დღის ამბები