თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციაზე დაკავებულების ადმინისტრაციული საქმეების განხილვა გრძელდება.
დღევანდელ სხდომაზე, 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის, საბა სხვიტარიძის პროცესი მიმდინარეობს.
სხვიტარიძეს წვრილმან ხულიგნობასა და დაუმორჩილებლობას ედავებიან.