25 დეკემბერი 2024,   04:52
ვრცლად
ყველა პოლიტპატიმრის უპირობო გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩანიშვნა, ამ საკითხებზე სრული პოლიტიკური კონსოლიდაციაა - თინა ბოკუჩავა

ორბელიანების სასახლეში ოპოზიციას ელოდებიან. მანამდე პრეზიდენტი სხვადასხვა ჯგუფებთან კონსულტაციებს მართავს - ათონელზე იმყოფებოდნენ ვეტერანები. ბარიერგადალახულმა პარტიებმა კი სალომე ზურაბიშვილს მათ მიერ შემუშავებული დოკუმენტი უნდა გააცნონ, რომელშიც ახალი არჩევნების ჩატარების პირობებზეა საუბარი.

ოპოზიციის წევრებმა კონსულტაციები გუშინ, დღის ბოლოს გამართეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბადრი ჯაფარიძემ თქვა, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული საბჭოს სტრუქტურა მისთვის ცნობილი არ არის. ალეკო ელისაშვილი კი აცხადებს, რომ საბჭოს დებულება უკვე დაწერილია. კონსულტაციებთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ პეტრე ცისკარიშვილსა და ბაჩო დოლიძეს. მმართველი გუნდი პოლიტიკურ ფარსზე და ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ოპოზიციაში სრული პოლიტიკური კონსოლიდაციაა და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა.

"ყველა პოლიტპატიმრის უპირობო გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩანიშვნა, ეს არის ორი საკითხი, რომლებზეც არის სრული პოლიტიკური კონსოლიდაცია. ეს არის ის საკითხები, რომლებზეც მიდის ძალიან აქტიური მუშაობა პრეზიდენტის, სამოქალაქო სექტორის, ოპოზიციური პარიის თუ კოალიციის ჩართულობით. გვესმის, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ეს არის", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დღის ამბები