ხმაური იყო ფოთის საკრებულოს სხდომაზე. ოპოზიციის წევრებმა სხდომის დაწყებამდე პერფომანსი მოაწყვეს და ბანერი გაშალეს, სადაც აქციაზე დაშავებულების ფოტოები იყო გამოსახული. ოპოზიციის რეპლიკებს მმართველი გუნდის მისამართით "ქართული ოცნების" წევრების გაღიზიანება მოჰყვა, რის მერეც დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
ოპოზიციის წევრებმა საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.