საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელშიც ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, საუბარია წამებასა და არასათანადო მოპყრობაზე აქციის მონაწილეების მიმართ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ კვლევა მოიცავს პერიოდს 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით.
ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, წინასწარ დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია ნაკლებად ლეტალური იარაღის გამოყენებაზე წესების დარღვევით, მედიის წარმომადგენლებისა და დემონსტრანტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, მუქარისა და შეურაცხყოფის ფაქტებზე.