თბილის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები და კონსულტაციები შეაფასა. მისი განმარტებით, ოპოზიცია დამარცხებისთვის არის განწირული და ისინი უბრალოდ "მთავრობანას" თამაშობენ.
კალაძის განმარტებით, ოპოზიციის ქმედებები დამარცხებული ადამიანების სასოწარკვეთილებაა და სხვა არაფერი.
"რასაც ვხედავთ დღევანდელი მოცემულობით, ეს არის დამარცხებული ადამიანების სასოწარკვეთილება. ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში, არჩევნები იყო მრავალპარტიული, თავისუფლად ჰქონდათ შესაძლებლობა კამპანია ეწარმოებინათ, თუმცა არ აწარმოვეს და რატომ ეს გაუგებარია. ყველაზე მთავარი, ხალხს ჰქონდა შესაძლებლობა, თავისუფალ გარემოში მისულიყვნენ და გაეკეთებინათ არჩევანი. ეს დასკვნის სახით დადო ეუთო/ოდირმა. ახლა რასაც ვისმენთ, თუნდაც სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, მას უნდა კიდევ უფრო დაამძიმოს და გააფუჭოს სიტუაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ეს ადამიანები განწირულები არიან მარცხისთვის, რა საბჭოებზეა საუბარი, უბრალოდ ერთმანეთში რაღაც "მთავრობანას" თამაშობენ ", - განაცხადა კახა კალაძემ.