25 დეკემბერი 2024,   05:50
ვრცლად
"ერთის მხრივ, დაიწყო ზეწოლა რეჟიმზე, მაგრამ მეორეს მხრივ, უკვე ძალიან სერიოზულ დარტყმას იღებს ჩვენი ქვეყანა, მისი ეკონომიკურიო ინტერესები" - სალომე სამადაშვილი

"ძლიერი საქართველოს" წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების მიერ "ქართულ ოცნებაზე" ზეწოლა იზრდება. მისივე თქმით, ეს პროცესი განგრძობადია.

"ერთის მხრივ, დაიწყო ზეწოლა რეჟიმზე, მაგრამ მეორეს მხრივ, უკვე ძალიან სერიოზულ დარტყმას იღებს ჩვენი ქვეყანა, მისი ეკონომიკურიო ინტერესები. ეს პროცესი არის განგრძობადი. გერმანიის ფედერაცია, რომელიც ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღიდან უპრეცედენტოდ დიდ დახმარებას უწევს ჩვენს სახელმწიფოს დრეს იძულებულია, რომ შეაჩეროს დახმარება. სანამ ეს რეალობა არ შეიცვლება ახალი არჩევნების გზით, სამწუხაროდ, ყველა მსგავსი სახის დახმარება გაუქმდება", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან სანიკიძის განცხადებით, როდესაც გერმანია არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობას, ბუნებრივია, რომ მათი თანხები მიმართული იქნება ადამიანების დახმარებისკენ.

"როდესაც ჩვენი გერმანელი პარტნიორები არ აღიარებენ არც ამ პარლამენტის ლეგიტიმურობას, არც მთავრობის ლეგიტიმურობას, არც პრეზიდენტის ლეგიტიმურობას, ამ ვითარებაში, ბუნებრივია, რომ გერმანელი გადასახადების გადამხდელების თანხა მიმართული იყოს იმ ადამიანების დახმარებისკენ, რომლებიც იცავენ თავისუფლებას ამ ქვეყანაში", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ცნობისთვის, გერმანიამ საქართველოსთან 237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა.

დღის ამბები