ირაკლი ზარქუა მის მიმართ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე საუბრობს. "სიცრუე, ტყუილი და ცილისწამება!" - წერს სოციალურ ქსელში დეპუტატი და აცხადებს, რომ აქციების ორგანიზატორებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ რევოლუციას ვერ ახდენენ, სიცრუის გავრცელება დაიწყეს.
"არასოდეს მიკადრებია და ვიკადრებ რომ იქ მდგომ, შეცდომაში შეყვანილ ახალგაზრდებს და სხვა თაობას ასე ვუწოდო! ეს გამორიცხულია!" - წერს ირაკლი ზარქუა.
ის ტექსტთან ერთად ავრცელებს ფეისბუქ ქარდს, რომელიც სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ ჯგუფში დაიდო.
"ცრუ ინფორმაციის გავრცელება ამ უსამშობლოების ხელწერაა, ჩვენ არაერთხელ გვინახავს მათი შეთითხნილი სიუჟეტები და სხვადასხვა თემები. ახლა ეს თემა მომაწერეს და ცდილობენ ხალხი გააბრაზონ. ყველას აქვს უფლება მშვიდობიანად გამოხატოს პროტესტი. მე უბრალოდ ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, ვეტყვი იმ ახალგაზრდებს, რომ ნუ გამოაყენებინებთ თავს ამ უსამშობლოებს," - აცხადებს ირაკლი ზარქუა.