25 დეკემბერი 2024,   06:22
ვრცლად
"კოლექტიურ ნაცმოძრაობაში ორი ბანაკია, რადიკალები და განსაკუთრებით რადიკალები, ერთი რამ აერთიანებთ საბოლოო ჯამში, მათ ეს ქვეყანა არ უყვართ" - არჩილ გორდულაძე

უმრავლესობის წევრის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, "კოლექტიურ ნაცმოძრაობაში" ორი ბანაკია, რადიკალები და განსაკუთრებით რადიკალები.

მისი განცხადებით, ოპოზიცია მხოლოდ და მხოლოდ დავალების შესრულებაზეა ორიენტირებული, მათ უბრალოდ ხერხები აქვთ განსხვავებული.

"ფაქტია, რომ "კოლექტიურ ნაცმოძრაობაში" არსებობს ორი ბანაკი. არსებობენ რადიკალები და განსაკუთრებით რადიკალები. რადიკალების წარმომადგენლები არიან, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს განცხადებას უწონებენ და ამბობენ, რომ კარგია არჩევნები ჩაინიშნოსო. განსაკუთრებით რადიკალები არიან ის ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონთ ეს განცხადებები და მეტი სიმძაფრე, ძალადობა, აგრესია, მეტია გასროლილი მაშხალა, დამწვარი პოლიციელი სჭირდებათ. რეალურად, მათ ერთი რამე აერთიანებთ საბოლოო ჯამში, მათ ეს ქვეყანა არ უყვართ. ისინი მხოლოდ და მხოლოდ დავალების შესრულებაზე არიან ორიენტირებულები, უბრალოდ ხერხები აქვთ განსხვავებული", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

დღის ამბები