"ახალი წლის დღეების" ფარგლებში ღონისძიებები დღეს წალენჯიხაში იმართება. საახალწლო აქტივობები ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით წელს უკვე მეოთხედ ტარდება. ღონისიძიება წალენჯიხის ცენტრალურ მოედანზე უკვე მიმდინარეობს, გალა კონცერტი კი 18 საათზე დაიწყება.
მოეწყობა სხვადასხვა დეკორაციები, განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირები იზრუნებენ, ბავშვებს საჩუქრებს დაურიგებს სანტა კლაუსი. თონისიზებები წალენჯიხაში ,,ღამის შოუს ბენდის” და ანსამბლ ,,ფორტეს” კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდება.