პუტინმა ალიევს ბოდიში მოუხადა. რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ვლადიმერ პუტინმა და ილჰამ ალიევმა ყაზახეთში, ქალაქ აქთაუს აეროპორტთან, "აზერბაიჯანის ავიახაზების" სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვლადიმერ პუტინმა, ილჰამ ალიევს ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ ტრაგიკული ინციდენტი რუსეთის საჰაერო სივრცეში მოხდა.
კრემლის პრესსამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სატელეფონო საუბარი რუსეთის ინიციატივით შედგა.