საქართველოში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება. ყველა ასაკსა და გემოვნებაზე მორგებული აქტივობა, სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი სივრცეები, ადგილობრივი მეწარმეების სტენდები და გრანდიოზული კონცერტები - საზეიმო ღონისძიებებს დღეს ახმეტამ, გურჯაანმა, წეროვანმა, ლენტეხმა, ფოთმა და სამტრედიამ უმასპინძლეს.
ბავშვების განწყობაზე მთელი დღის განმავლობაში ანიმატორები ზრუნავდნენ, საახალწლო ღონისძიებები კი კონცერტითა და ფეიერვერკით დასრულდა.