05 იანვარი 2025,   11:07
ვრცლად
აშშ-ის 39-ე პრეზიდენტი ჯიმი კარტერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა

100 წლის ასაკში, აშშ-ის 39-ე პრეზიდენტი ჯიმი კარტერი გარდაიცვალა.

კარტერმა თავისი მეასე დაბადების დღე 2024 წლის ოქტომბერში აღნიშნა. მას კიბოს დიაგნოზი ჰქონდა და, წელიწადზე მეტი, პალიატიური ზრუნვის პირობებში იყო.

კარტერის პოლიტიკური კარიერა 1962 წელს დაიწყო, როდესაც იგი ჯორჯიის შტატის სენატორად აირჩიეს. ის ასევე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ვეტერანი და ჯორჯიის შტატის გუბერნატორი იყო.

კარტერის ადმინისტრაციის მიღწევებს შორისაა კემპ დევიდის შეთანხმება, ისრაელსა და ეგვიპტეს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება. კარტერმა ასევე შექმნა განათლებისა და ენერგიის დეპარტამენტები. თუმცა, მოსახლეობა უკმაყოფილო იყო მისი ეკონომიკური პოლიტიკისა და აშშ-ირანის მძევლების კრიზისის გამო, რის შემდეგაც კარტერი მეორე ვადით აღარ აურჩევიათ.

1981 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კარტერი რესპუბლიკელმა რონალდ რეიგანმა დაამარცხა. პრეზიდენტის ოფისის დატოვების შემდეგ, ის ორიენტირებული იყო საერთაშორისო ურთიერთობებსა და ადამიანის უფლებებზე, რის შემდეგაც 2002 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო.

 

დღის ამბები