რობერტ ფიცო ევროკავშირის ლიდერებს წერილით მიმართავს. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის გადაწყვეტილებაზე უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომელიც სლოვაკეთისთვის რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტას გულისხმობს. ფიცოს წერილის მისი "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნდა.
რობერტ ფიცო ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, ანტონიუ კოშტასა და ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებაზე დუმილი არასწორი და ირაციონალურია და რომ ეს ქმედება დაძაბულობასა და საპასუხო ზომებს გამოიწვევს.
ფიცო ამბობს, რომ გაზის ტრანზიტის შეწყვეტა ევროკავშირს მეტად დააზიანებს, ვიდრე რუსეთს.