02 იანვარი 2025,   15:45
ვრცლად
"ეტყობა, ვიღაც ჭკვიანი მივიდა და უთხრა, ეს არის კონსტიტუციის დარღვევა და იმ გიჟს არ მიუჯდე გვერდითო" - ზარქუა სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე, დაეტოვებინა ათონელის რეზიდენცია

სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე, დაეტოვებინა ათონელის რეზიდენცია ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა. ნაწილი ექსპრეზიდენტის ნაბიჯს იწონებს, ნაწილი კი უკმაყოფილოა.

ექსპრეზიდენტისა და ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით, შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში:

"არის გარკვეული ჯგუფები, პატრონები, რომლებიც დავალებებს აძლევენ ადგილობრივ აგენტურებსა და უსამშობლოებს, მათ შორის მადამ "მავნებელი" ეს არის უკვე წარსული. ერთი რამ კი გაიაზრა - ისტორიაში რომ არ შესულიყო კიდევ მორიგი კონსტიტუციის დამრღვევად. მაგრამ, მე მინდა იმ ახალგაზრდებს ვუთხრა, ვინც გარეთ დგას, მეგობრებო, სულ გაფრთხილებდით, ნუ გამოაყენებინებთ თავს, ვისი სახელით გამოდიხართ. ის ოპოზიციური პარტიები, რომელიც თქვენ უკან დგანან ფული აიღეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დაანებეთ თავი, ესენი ათასი ორმაგი სტანდარტის მქონენი არიან - ნუ გამოაყენებინებთ თავს. სცენარი იყო ასეთი - ქალბატონი მავნებელი არ უნდა გამოსულიყო იმ შენობიდან, შემდეგ გარეთ დადგებოდნენ, ახალგაზრდებს ფარად გამოიყენებდნენ, შემდეგ შესაბამისი სტრუქტურები იძულებული გახდებოდნენ გაეწიათ ეს ხალხი, იქნებოდა დაპირისპირება და ეს ე.წ. კარწინკა უნდა გაეშვათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ეთქვათ, - აი, როგორ იქცევიან და როგორ ექცევიან ჩვენთვის მავნებელს და მათთვის ლეგიტიმურ პრეზიდენტს როგორ ექცევიან. ეტყობა, ვიღაც ჭკვიანი მივიდა და უთხრა, ეს არის კონსტიტუციის დარღვევა და იმ გიჟს არ მიუჯდე გვერდითო," - აცხადებს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა.

დღის ამბები