02 იანვარი 2025,   15:43
ვრცლად
წყნარ ოკეანეში ძლიერი მიწისძვრა იყო

წყნარ ოკეანეში, ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ 5.6 მაგნიტუდა შეადგინა და სტიქიის ეპიცენტრი ცენტრალური ჩილეს სანაპიროსთან, ქალაქ კოკიმბოდან ჩრდილო-დასავლეთით 61 კილომეტრში მდებარეობდა.

volcanodiscovery-ის ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 12:40 საათზე, მიწის ქვეშ 10 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა.

სააგენტოს ცნობით, გამომდინარე იქიდან, რომ ბიძგების ეპიცენტრი ხმელეთის ზედაპირთან ახლოს მდებარეობდა, ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის შესამჩნევი იყო, თუმცა ძლიერი რყევები არ ყოფილა.

 

 

დღის ამბები