07 იანვარი 2025,   13:24
ვრცლად
"ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში და ამაზე რადიკალური ოპოზიციისა და მისი გარე ლობისტების კნავილი კარგად აჩვენებს, რომ ხელისუფლების ლეგიტიმაციის კუთხით ყინული დაიძრა" - ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს ეხმიანება.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, "ამაზე რადიკალური ოპოზიციისა და მისი გარე ლობისტების მსგავსი შინაარსის კნავილი - ეს რა ჰქენითო, კარგად აჩვენებს, რომ ხელისუფლების ლეგიტიმაციის კუთხით, ყინული რომ იტყვიან დაიძრა".

"ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში 8-10 იანვარს, მანამდე ევროსაბჭოს გენმდივნის ალენ ბერსეს ჩამოსვლა, და ამაზე რადიკალური ოპოზიციის და მისი გარე ლობისტების მსგავსი შინაარსის კნავილი - ეს რა ჰქენითო, კარგად აჩვენებს, რომ ხელისუფლების ლეგიტიმაციის კუთხით, ყინული რომ იტყვიან დაიძრა. საკითხავი ისაა მოიყოლებს თუ არა ის ქვეშ ოპოზიციას.

P.S. მანამდე იგულაონ ცოტა ხანი კიდევ რუსთაველზე", - წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოში ჩამოდის. როგორც ცნობილია, დელეგაციას პრეზიდენტი პია კაუმა უხელმძღვანელებს. ვიზიტი 8-10 იანვარს გაიმართება და ეს იქნება პრეზიდენტ კაუმას პირველი სტუმრობა საქართველოში, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

დღის ამბები