"აუცილებელია, გვიყვარდეს ერთმანეთი ქრისტეს სიყვარულით" - საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო, რის შემდეგაც მან პატრიარქის ეპისტოლესთან დაკავშირებით ისაუბრა.
"აუცილებელია, გვიყვარდეს ერთმანეთი ქრისტეს სიყვარულით, რომ ჩვენი საზოგადოება გაერთიანდეს, ეს ხელოვნურად შემოტანილი პოლარიზაციის თემები დავამარცხოთ და დავამარცხოთ ჩვენი სიყვარულით. ეს არის გზავნილი პატრიარქის ეპისტოლედან, გვიყვარდეს ერთმანეთი, გვიყვარდეს მოყვასი ქრისტეს სიყვარულით, რაც ძალიან კარგი იქნება. როგორც პრეზიდენტი, ვეცდები, ეს საქმითაც დავამტკიცო და ჩვენი საზოგადოება გავაერთიანო სიყვარულით," - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.