პრემიერის გადადგომის შემდეგ, კანადას შტატებთან გაერთიანებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს ტრამპი. არჩეულმა პრეზიდენტმა განცხადება "ფეისბუკზე" გამოაქვეყნა.
"კანადაში ბევრ ადამიანს მოსწონს 51-ე შტატად ყოფნა. შეერთებულ შტატებს აღარ შეუძლია, აიტანოს ის უდიდესი სავაჭრო დეფიციტი და სუბსიდიები, რომლებიც კანადას არსებობისთვის სჭირდება. ჯასტინ ტრუდო ამას აცნობიერებდა და გადადგა. თუ კანადა შეერთებულ შტატებს შეუერთდება, საბაჟო ტარიფები გაუქმდება, გადასახადები შემცირდება და ქვეყანა რუსული და ჩინური გემების საფრთხისგან დაცული იქნება" - წერს ტრამპი.