ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია ახალგაზრდა ქალი.
არსებული ინფორმაციით, სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზევე დაიღუპა. შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) მეორე ნაწილით დაიწყო.