20 ივნისი 2026,   03:13
ვრცლად
ალპებში ზვავის ჩამოწოლას 3 მოთხილამურე ემსხვერპლა

ალპებში ზვავს სამი მოთხილამურე ემსხვერპლა. შემთხვევა იტალია-შვეიცარიის საზღვარზე, პიემონტის რეგიონში მოხდა.

მაშველების ინფორმაციით, თოვლის დიდი მასის ქვეშ სულ 5 ადამიანი აღმოჩნდა, აქედან ორის გადარჩენა მოხერხდა.

პარალელურად, მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია ადამელოს მთის მასივში დაკარგული მთამსვლელის მოსაძებნად, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.

დღის ამბები