21 თებერვალი 2025,   11:19
ვრცლად
მმართველი გუნდის წევრები სტრასბურგში რჩებიან და საკომიტეტო ფორმატში მუშაობას განაგრძობენ
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      მმართველი გუნდის წევრები სტრასბურგში რჩებიან და საკომიტეტო ფორმატში მუშაობას განაგრძობენ. მათი განცხადებით, მომდევნო დღეებში ექნებათ შესაძლებლობა, წარადგინონ დამატებითი არგუმენტები და ფაქტები.

      პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე ამბობს, რომ დელეგაციის ხელმძღვანელს ჰქონდა საშუალება, დეტალურად ესაუბრა იმის თაობაზე, თუ რა კონკრეტული ფაქტები და გარემოებები არის იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები ძალიან მაღალი სტანდარტით ჩატარდა.

      "ჩვენმა დელეგაციამ კოლეგებს მაქსიმალურად მიაწოდა ინფორმაცია, როგორც მონიტორინგის კომიტეტის ფარგლებში, ასევე დებატებში მივიღეთ მონაწილეობა და დელეგაციის ხელმძღვანელს ჰქონდა საშუალება, სიტყვით მიემართა ასამბლეისთვის და დეტალურად ესაუბრა იმის თაობაზე, თუ რა კონკრეტული ფაქტები და გარემოებები არის იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები ძალიან მაღალი სტანდარტით ჩატარდა.

      მომდევნო დღეებში აღნიშნულ საკითხზე საკომიტეტო მუშაობა გაგრძელდება და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ დამატებითი არგუმენტები და ფაქტები წარვადგინოთ", - აცხადებს გივი მიქანაძე.

      დღის ამბები
      მეტი