28 თებერვალი 2025,   23:59
ვრცლად
"ესაა კლასიკური მაგალითი, როგორ ღალატობენ აქაური აგენტურა და უკრაინის ხელისუფლებაში მოკალათებული "დიფ სთეითის" წარმომადგენლობა ჩვენს ქვეყანას" - გურამ მაჭარაშვილი
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      უკრაინელი ჟურნალისტის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროსაბჭოში ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე ოპოზიციასთან ერთად უკრაინული დელეგაციაც მუშაობდა, "ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა შეაფასა.  

      მისი განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებაში "დიფ სთეითია" და ის მართავს მსგავს პროცესებს. 

      "ამერიკაში უკვე უჭირთ "დიფ სთეითის" წარმომადგენლებს, მაგრამ ევროკავშირში, ჯერჯერობით, როგორც ჩანს, ისევ ფაფხურობენ. ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ ღალატობენ აქაური აგენტურა და უკრაინის ხელისუფლებაში მოკალათებული "დიფ სთეითის" წარმომადგენლობა ჩვენს ქვეყანას - ჩვენ ჩვენს ქვეყანაზე ვართ პასუხისმგებელი. რა თქმა უნდა, გული შეგვტკივა მეგობარ ქვეყანაზე, უკრაინაზე, რომელიც ასეთ დღეში ჩააგდეს და ამას ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავდით, მაგრამ ჩვენ ვერ მივიღებდით მონაწილეობას იმაში, რომ საქართველოში უკრაინიზაცია დამსხდარიყო.

      ეს იყო მამოძრავებელი მიზანი, ამათ ერთი პატრონი ჰყავთ - გლობალური ომის პარტიის, იგივე "დიფ სთეითის" სახით. ყველგან - მათ შორის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

      დღის ამბები