
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორობის კანდიდატი აცხადებს, რომ ყველა, ვინც სამართალდამცველზე იძალადებს, "უნდა იყოს გამოძიების ობიექტი, დაპატიმრებული და გასამართლებული".
"სამართალდამცველების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობა ვერასდროს იქნება მისაღები. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სამართალდამცველის წინააღმდეგ ძალადობის აქტს ჩაიდენს, უნდა იყოს გამოძიების ობიექტი, დაპატიმრებული და გასამართლებული“, - თქვა კეშ პატელმა.
მან ისაუბრა 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე შტურმის შესახებაც და ხაზი გაუსვა, რომ მისთვის კანონი უზენაესია.
"ჩემი სიყვარული ამ ქვეყნის მიმართ მდგომარეობს ჩვენი კანონებისა და ცხოვრების წესის დაცვაში - გამონაკლისის გარეშე", - განაცხადა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორობის კანდიდატმა.