
გამორჩეული ხმის ტემბრი, სახასიათო გარეგნობა და სცენისთვის დამახასიათებელი დრამატიზმი - ელენე ყიფშიძის დაუვიწყარი ხელწერა იყო. მისი დებიუტი მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე 1948 წელს შედგა და ნახევარი საუკუნის განმავლობაში მუსიკალურობითა და სცენური მომხიბვლელობით ქართული თეატრის ისტორიაში, არაერთი დაუვიწყარი სახე შექმნა.
როცა გარდაიცვალა ამბობდნენ, რომ თეატრიდან თავად თეატრი წავიდა.
მთავარი აღიარება სპექტაკლმა "ეზოში ავი ძაღლია" მოუტანა, სამი საათის განმავლობაში, ფოფიას გროტესკული სახე საზოგადოებაში ისეთ აღფრთოვანებას იწვევდა, რომ ერთხელ სიცილისგან გულწასული მაყურებელი სასწრაფოსაც წაუყვანია.
თუმცა იყო კრიტიკაც - მთავარი კრიტიკოსის როლი კი მისმა მსახიობმა შვილმა მოირგო.
სპექტაკლში "ძუნწი" ელენე ყიფშიძე - სომეხი კაცის როლს თამაშობდა, ზებუნებრივი შრომისმოყვარეობით გამორჩეული მსახიობი პერსონაჟზე მუშაობისას, საათობით იდგა სარკესთან და სომხური აქცენტითა და ბოხი ხმით რეპეტიციას გადიოდა.
კინოს დიდად არ სწყალობდა, თუმცა რამდენიმე ეპიზოდური როლით მაინც დატოვა კვალი ქართულ კინემატოგრაფში.
ზურას და ლენას ერთად არასდროს უთამაშიათ სცენაზე, თუმცა გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე, ექსპრომტად შეასრულეს ტანგო. ქალი, რომელმაც ხალხს თეატრი შეაყვარა 2004 წლის აგვისტოში გარდაიცვალა, მაგრამ ლეგენდა ელენე ყიფშიძეზე დღემდე ცოცხლობს.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი.