30 აპრილი 2025,   02:00
ვრცლად
"საქართველოში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარება უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის" - მიხეილ ყაველაშვილი

საქართველო ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს პირველად, მასპინძლობს. ღონისძიების საზეიმო გახსნა ბაკურიანში გუშინ, დღის ბოლოს შედგა. ცერემონიაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პირველმა პირებმა.

პრემიერთან ერთად გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო და სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი. მოგვიანებით, მიხეილ ყაველაშვილმა ფესტივალთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა.

"საქართველოში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარება უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის. საამაყოა, რომ "ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტებმა" სრული ნდობა გამოგვიცხადეს და 50 ქვეყანას შორის სწორედ საქართველო შეარჩიეს ასეთი მასშტაბის ღონისძიების ჩასატარებლად.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ინფრასტრუქტურა მოგვცემს შესაძლებლობას, რომ სამომავლოდ უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაებას ზამთრის სპორტის სახეობებში და ქართველმა სპორტსმენებმა ამ სფეროში კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიონ," - წერს ყაველაშვილი.

ფესტივალში 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. საქართველო ევროპაში მერვე ქვეყანაა, რომელსაც ჩატარებული აქვს, როგორც ზაფხულის, ისე, ზამთრის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი.

დღის ამბები