თბილისის საქალაქო სასამართლოში, სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტის, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული გიორგი მინდაძის სხდომა გაიმართა. საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.
დღეს, ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს, დაიკითხა ორი მოწმე.
გიორგი მინდაძეს ედავებიან, რომ 29 ნოემბერს, პოლიციელს პიროტექნიკა ესროლა, რის შედეგადაც სამართალდამცველმა ფეხზე დაზიანება მიიღო.